ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
"თეგეტა მოტორსი" ISO 9001:2000 სერტიფიკატის მქონე კომპანია...
18/12/2007

  

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

18 დეკემბერი, 2007
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

საკონტაქრო პირი: მაია ტაკაშვილი
საკონსულტაციო ჯგუფი ”ჯეპრა”, მედია მენეჯერი
ტელ:
995452, 988344
ელ.ფოსტა:
info@gepra.ge
ვებ.გვერდი:
www.gepra.ge

"თეგეტა მოტორსი" ISO 9001:2000 სერტიფიკატის მქონე კომპანია გახდა



[PUBLICITY.GE] თბილისი, 18 დეკემბერი, 2007 - კომპანია "თეგეტა მოტორსს" და მის შვილობილ კომპანიას შპს "თეგეტა თრაქ&ბასს" მსოფლიოში აღიარებული ხარისხის მენეჯმენტის სერტიფიკატი ISO 9001:2000 მიენიჭა. სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი გაიმართება 2007 წლის 19 დეკემბერს 14:00 საათზე (მისამართი: ქორთიარდ მარიოტი, მე-2 სართული). ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ თეგეტა მოტორსის პრეზიდენტი თემურ კოხოძე, "თეგეტა თრაქ&ბასის" დირექტორი გიორგი შალიკიანი TÜV-ის წარმომადგენელი ბატონი ელგუჯა მელაძე, და ასევე სახელმწიფო სტრუქტურის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომპანია "თეგეტა მოტორსი" და შპს "თეგეტა თრაქ&ბასი" ავტომობილების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში პირველი კომპანიებია საქართველოში, სადაც ბიზნესის მართვის სისტემა ISO 9001:2000 დაინერგა. კომპანიაში წინასასერთიფიკატო აუდიტი განახორციელა გერმანულმა კომპანია TÜV–ის (ტექნიკური კონტროლის საზოგადოება) ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, რომელიც ახორციელებს აუდიტებს, კონტროლსა და კომპანიის სერთიფიცირებას მენეჯმენტის სფეროში.

"თეგეტა მოტორსმა" და "თეგეტა თრაქ&ბასმა" ხარისხის მენეჯმენტის სერტიფიკატი საქმინობის ყველა მიმართულებით მიიღო, როგროიცაა დიაგნოსტიკა, სათადარიგო ნაწილები, ტექნიკის, მანქანების რეალიზება, იმპორტი, და ასე შემდეგ. ოფიციალურად სერტიფიცირების პროცესი 2007 წელს დაიწო და 5-6 თვე გაგრძელდა. "ჩვენი კომპანიის თანამშრომლების პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის გარეშე ამ წარმატების მიღწევა, ნამდვილად, გაგვიჭირდებოდა. კომპანიის ჯგუფი სერტიფიცირების პროცესს მომზადებული დახვდა. კომპანიის შექმნის დღიდან თითოეული ჩვენი თანამშრომელი გადიოდა სწავლების სპეციალურ კურსებს, ტრენინგებს საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის გაყიდვებისა და მართვის სფეროში. კომპანია დააარსების დღიდან იზიარებდა და ცდილობს მიმდინარე პროცესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად გააკონტორლოს. ჩვენი პარტნიორები, რომლებიც ტექნიკის უდიდესი და უმსხვილესი მწარმოებელ კომპანიებს წარმოადგენენ, უკვე დიდი ხანია, რაც ამ სისტემით მუშაობენ. ამ ხნის განმვალობაში პარტნიორ კომპანიებთან გავდიოდით კონსულტაციებს. მიმდინარეობდა შესაბამისი სამუშაოები, რათა დაწყებულიყო სერტიფიცირების პროცესი, რომელიც სასურველ შედეგამდე მიგვიყვანდა. საბოლოოდ, განიზაღვრა კომპანიის სამუშაო პროცესში შემავალი ყველა სტრუქტურლი რგოლი, ჩამოყალიბდა ამ პროცესში მონაწილე თითოეული თანამშრომლის უფლება-მოვალეობები, მათი დანიშნულება და პასუხიმგებლობა. დღეს თითეულ ნაბიჯზე კონკრეტული პირია პასუხიმგებელი, თითოეულმა იცის რა საქმე შეასრულოს, რაც უმთავრესია ეს უნდა იყოს ხარისხიანი"  - აღნიშნავს "თეგეტა მოტორსის" პრეზიდენტი ბ-ნი თემურ კოხოძე.

კომპანია "თეგეტა მოტორსი" დაფუძნდა 1995 წელს და ქართულ ბაზარზე შპს "ავტოექსპორტის" სახელით გავიდა. 2001 წლიდან კომპანიამ "თეგეტა მოტორსის" სახელით დაიწყო ფუნქციონირება. დღეისათვის კომპანია აერთიანებს მრავალ ფირმას, 14 სავაჭრო და რამდენიმე ევროპულ სერვის-ცენტრს და ჩამოყალიბებულია ჰოლდინგური კომპანიის სახით. კომპანიის ფილიალები განთავსებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მათი რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. 2005 წელს დაარსდა შპს "თეგეტა თრაქ&ბასი", რომელიც "თეგეტა მოტორსის" შვილობილია და წარმოადგენს გერმანული მანქანათმშენებლი კონცერნის MAN Nutzfahrzeuge  AG-ის ოფიციალურ წარმოამდგენელს საქართველოში. დღეს კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმსხვილესი და ცნობილი მწარმოებელი კომპანიების ტექნიკას, მათ შორის JCB-ის წარმოების ექსკავატორებს, საგზაო და სამშენებლო ტექნიკას, CIFA-ს წარმოების მოწყობილობებს, სპეცტექნიკას, საბურავებს, სათადარიგო ნაწილებსა და სხვა.

###

წაკითხულია: 10738